Monday, October 8, 2012

                                       i love natalie portman 
                                                                                                                                                               მახსოვს ამ ფილმს პირველად მამაჩემთან ერთად ვუყურე. მერე მარტომ და ფილმის დასასრულს ვიტირე. გული დამწყდა ლეონის სიკვდილზე უფრო სწორად გავბრაზდი მასზე, მატილდა რომ მარტო დატოვა. 
  ასე შემიყვარდა ნატალი პორტმანი , მისი საუცხოო ნიჭის და სილამაზის გამო 
                                         


         მიუხედავად იმისა რომ არასოდეს ვყოფილვარ  რომელიმე ცნობილი პიროვნების ფანი ,თინეიჯერობის ასაკშიც კი არ გამიკრავს ამა თუ იმ მსახიობის ან მუსიკალური ჯგუფის პოსტერი საკუთარ ოთახში მათი ჩემდამი სიმპატიების გამოსახატავად.  ყოველთვის მყავდა ჩემი ფავორიტები. 
         ჩემი მოზარდობის პერიოდში ბრიტნი სპირსი იყო მოდაში და კრისტინა აგილერა კარიერის პიკზე, საქართველოშიც იყო რამოდენიმე ჯგუფი თუ მომღერალი დიდი ფან-კლუბით.არ ვიცი მუსიკალური გემოვნება იყო მხოლოდ თუ მასისგან გამორჩევის სურვილი ან ორივე ერთად, მაგრამ არ მომწონდა ის რაც მოსწონდა ყველას. არ ვაკრავდი არანაირ პოსტერს საკუთარი ოთახის კედელზე და არ ვკოცნიდი ლეონარდო დიკაბრიოს სურათს რომელიმე ჯურნალის ყდაზე.                                         
     ზუსტად მახოსვ ის რეაქცია პირველად  რომ მქონდა კრის რეის მოსმენისას, მერე პატრიცია კაასის, ჩელენტანოს და სტინგის. თუმცა პოსტერი არ გამიკრავს :)                                                            
        მუსიკასთან ერთად შემოვიდა კინოც ჩემს ცხოვრებაში , კინო და 
 ნატალი პორტმანი.     
                                                   

  

                                                                      

black swan-ს პირველად ნახვისას იგივე ემოციები გამიჩნდა, რაც პირველად leon-ს ნახვისას მქონდა. იმ განსხვავებით რომ არ მიტირია.ფილმის ყურებისას მისი გმირის ემოციები იმდენად გავითავისე რომ მისი ფინალით ჩემთვის ყველაფერი იყო ნათქვამი.ვფიქრობ რეჯისორმა ზუსტად თქვა სათქმელი და გაატარა ის მესიჯი მაყურებელში რასაც ეს ფილმი ითვალისწინებდა ამაში კი ნატალის უზადო თამაშს და მისი გარდასახვის საოცარ უნარს მიუძღვის 
უდედესი წყვილი.
  


   
                                                                      2011 წელი ნამდვილად იყო ნატალი პორტმანის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი წელი,მან ოსკარი აიგო საუკეთესო თამაშისთვის ფილმში "black swan",იპოვა ცხოვრების სიყვარული და გახდა დედა 
     წინ კიდევ დიდი გზაა ნატალი 
                                                              
                                        

No comments: