Saturday, December 15, 2012

                              all we need for winter...

რაც უფრო ახლოვდება ზამთარი და ეცემა ტემპერატურა მით უფრო აქტუალური ხდება თბილი სამოსი ჩვენს ცხოვრებაში,სუსხიან ამინდებში განსაკუთრებულ პოპულარობას იძენს ნაქსოვი ტანსაცმელი და აქსესუარები,რომლებიც არამარტო სითბოს შეგრძნებას გვიქმნის არამედ ძალიან მოდურადაც გამოიყურება 
                   
  გთავაზობთ ტანსაცმელების და აქსესუარების იმ მოკლე სიას  რითაც აუცილებლად უნდა შეავსოთ თქვენი ზამთრის  გარდერობი და შემდეგ უბრალოდ დატკბეთ თოვლით და ცხელი ჩაით.

                        
                 
                        
   

ნაქსოვი დიდი ზომის სვიტერი არამარტო თბილი და კომპორტულია არამედ ძალიან მოდურიც.ის ყველანაირ სტილის და გემოვნების ადამიანისთვის არის მიღებული და მოსახერხებელი 
უფრო მეტი ორგინალურობისთვის თუ სვიტერი ერთ ტონალობაშია გადაწყვეტილი შეგიძლიათ აქსესუარებით შეავსოთ  და ამით თქვენი ლუქი გაახალისოთ  
             



             


ელასტიკები ძალიან კომპორტულია ყოველდღიური ლუქებისთვის 
ისინი შეგიძლიათ თქვენი გემოვნებისდამიხედვით შეარჩიოთ ,ერთი ფერის ან სხვადასხვა ტონალობაში გადაწყვეტილი.
          


                               


ugg-ები ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ფეხსაცმელებია,მშრალი სუსხიანი ამინდებისთვის ისინი არაჩვეულებრივ სამსახურს გაგიწევენ
ნაქსოვი ugg-ები შეგიძლიათ სახლისთვისაც გამოიყენოთ საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი რომ ისინი არაჩვეულებრივად მოსახერხებელია როგორც შინ ისევე გარეთ




                                                                        
                      თბილი ქურთუკი,პალტო ან ბეწვი ზამთრის ცივ დღეებში ნამდვილად აუცილებელია. 
ისინი თქვენი სტილის და გემოვნების გათვალისწინებით შეგიძლიათ აირჩიოთ, არჩევანი კი საკმაოდ ფართოა.
               



                                           
 ხელთათმანები არა მარტო ჩვენს ხელებს იცავს ყინვისგან არამედ ჩვენს ლუქსაც ახალისებს და ორიგინალურობას სძენს 




                              
     მრავალფეროვან ზამთარს გისურვებთ !

No comments: