Wednesday, January 2, 2013

                                           my artificial love 


მუსიკას ადამიანების ცხოვრებაში  და  მათ განვითარებაში მნიშვნელოვანი ადგილი  უკავია.   ის რასაც უსმენთ ჩვენი ხასიათის, გემოვნების, აზრების და ცხოვრების სტილის განმსაზღვრელია.
ყველა იმას უსმენს რაც მისთვისაა მისაღები და სასიამოვნო
რაც მათთან უფრო ახლოსაა  ადვილად აღსათქმელია
დავაც აქ იწყება მუსიკალურ გემოვნებაზე ...
ვიღაცას რეპი უყვარს. ვიღაც როკს უსმენს დილით.  ვიღაც პოპ სიმღერებით ინტვირთება 

ესეც არჩევანია. სადავო ,მაგრამ თავისუფალი არჩევანი
 
                                           
რაც შემეხება მე მიყვარს ყველაფერი რაც სასიამოვნოდ ისმინება,რაც არ მაწუხებს და რაშიც საკუთარ თავს ვხედავ და ჩემს ხასიათს უწყობ მიყვარს ის რაც მათრობს ,რაც მითრევს და მერე მეწყება ის, აკვიატებას რომ ეძახიან და უსმენ ყველგან სადც კი ამის საშუალება მომეცემა 

 ბავშვობაში მახსოვს ჩელენტანოს სიმღერები მომწონდა , ერთმა მეგობარმა cd-იც კი მაჩუქა და უსმენდი საღამოობით. მერე ეს სიდი დავკარგე და ძალიან განვიცადე 
 მერე უსმენდი პატრიცია კაას,დღესაც უსმენ სხვათაშორის 
მერე იყო კრის რეი და მელანქოლიური საღამოები 
მერე ისიც იყო კონკრეტული სიმღერა ცხოვრების რაღაც ეტაპს რომ გახსენებს და დიდხანს ვეღარ უსმენ 
მერე რაღაც აირია და აგარ უსმენდი არაფერს, ის პერიოდიც არ დარჩა ჩემს მეხსიერებაში , რაღაც ისე არ იყო თითქოს არაფერიც არ ყოფილა.არც საყვარელი მელოდია არც ნოსტალგია არც სევდა და არც სიხარული 
მერე იყო goldplay და მერე ისევ კაასი 
უცნაური გადახტომაა :) 

ზოგადად ყველაფერი მომწონდა, რაც მსიმოვნებდა 
ბითლზებიც და პინკ ფლოიდიც 
 ამ ბოლო დროს კი რაღაც ისეთი აღმოვაჩინე... რაღაც მე რომ "აღმოვაჩინე"  chinewoman ქვია 
რაღაც ძალიან ჩემია და ახლობელი 
საოცრად ემოციური და უბრალო 
ისეთი შემოდგომის საღამოებს რომ გივსებს სევდით და მაინც კარგ ხასიათზე გაყენებს 
ჰოდა, უსმენ უსასრულოდ და როცა არ უსმენ მენატრება 
ჩემთვის ვღიღინებ მელოდიას და მეღიმება 



და როგორ მიხარია ომ ვიპოვე ,რომ შემთხვევით სადღაც აღმოვაჩინე 
 და ისევ მჯერა მუსიკა უკეთესობისკენ გვცვლის ადამიანებს  . 


No comments: